ცნობილი გახდა სუპერლიგაში მონაწილე კლუბების მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ზოგიერთი დეტალი.
კონტრაქტი 167 გვერდიანია, ხელმომწერმა კლუბებმა პირობა დადეს, რომ ტურნირში მონაწილეობას 23 წლის განმავლობაში მიიღებენ. სუპერლიგიდან გასვლა შესაძლებელია არა უადრეს სამი წლის შემდეგ.
Daily Mail-ის თანახმად, Der Spiegel-ზე დაყრდნობით, სუპერლიგიდან გასვლისთვის ჯარიმა მინიმუმ 150 მილიონი ევრო (130 მილიონი ფუნტი) იქნება.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სუპერ ლიგაში 12 კლუბი მონაწილეობდა – რეალი, ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი, ლივერპული, ჩელსი, არსენალი, ატლეტიკო, იუვენტუსი, მილანი და ინტერი.
ფანების პროტესტის შემდეგ, კლუბების უმეტესობამ გამოაცხადა, რომ პროექტიდან გასვლის სურვილი აქვთ.





