მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ევროპული სუპერლიგის დაარსების შესახებ ისაუბრა.
„არ მომწონს ცვლილებები, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის: ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ეროვნული ლიგები, უმაღლესი დონის პროდუქტებია.
სუპერ ლიგა? ჩვენს გარეშე იქ მონაწილეობას ვერავინ მიიღებს. ახლა გაჩერების დროა. სამწუხაროდ, ფეხბურთელები გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენენ. ჩვენ უეფას და ფიფას მარიონეტები ვართ.
მოთამაშეთა კავშირი რომ ყოფილიყო, მაშინ ნაკრებში ასე ხშირად არ ვითამაშებდით, ესპანეთის სუპერთასს საუდის არაბეთში არ ჩავატარებდით. ყველა ეს ტურნირი მხოლოდ ფულის შოვნისთვისაა საჭირო,”– განაცხადა კროოსმა.





