ევროპის სუპერლიგის დაარსება საფეხბურთო სამყაროში ალბათ კიდევ დიდხანს იქნება მსჯელობის და კამათის საგანი. ამ პროექტს ეყოლება მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, რაც სავსებით ლოგიკურია.
მაგალითად, ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი იდეას ხომ მხარს არ უჭერს, მაგრამ სხვა მხრივაც არის გაოცებულია. მისი თქმით, „იუვენტუსს“, არსენალს“ და „ტოტენჰემს“ იქ არაფერი ესაქმებათ.
„გვერდზე გადავდოთ თავად პროქტი და მისი კარგი თუ ცუდი მხარეები. ამ ეტაპზე სხვა კუთხით დავრჩი გაოცებული.
რა უნდათ „იუვენტუსს“, „არსენალს“ და „ტოტენჰემს“ სუპერლიგაში? იტალიური გუნდი ბოლო პერიოდში ჩემპიონთა ლიგიდან „ლიონმა“, „პორტუმ“ და „აიაქსმა“ გამოაგდო. მაშინ სად არის ლოგიკა?
არც ლონდონური გუნდები „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ განეკუთვნებიან ევროპული ფეხბურთის გრანდებს. მითუმეტეს ისინი 20 საუკეთესო გუნდში ნამდვილად არ შედიან“ – აღნიშნავს სტოლე სოლბაკენი.








