76 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი, ვიქტორ ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს
„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.“ – ნათქვამია განცხადებაში.








