რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას ცსკა-მ. ქართველი კალათბურთელის გუნდი ყუბანის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და 9 ქულის სხვაობით, 103:94 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, თორნიკე შენგელია ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო და ცსკა-ს შემადგენლობაშიც ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
თოკომ მოედანზე 30 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 25 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და თითო-თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.
23 ტურის შემდეგ, ცსკა-ს ვითიბი ლიგაში 16 მოგება და 7 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში კი მეოთხე პოზიციას იკავებს.




