ავტორიტეტული რუსულ გამოცემა Bussines Online, ყაზანის რუბინის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკის სპორტისა და ტურიზმის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პედაგოგებტან შეხვედრის ამსახველ საუბარს აქვეყნებს.
ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო ის მონაკვეთია, სადაც რუსი სპეციალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
„იქ ფეხბურთელები რობოტებს ჰგვანან. ისინი არასოდეს გისვამენ შეკითხვებს. შეგიძლია უთხრა, 100 კილომეტრი გაიარონ და გიპასუხებენ, “კი ბატონო”. ინგლისში მუშაობის მანძილზე, მოედანზე შემოსული ექიმი არ მინახავს, ფეხბურთელები, უბრალოდ, ამ დატვირთვებს უძლებენ. იქ კლუბის ექიმის საღამოს 6 საათის შემდეგ რომ ჩივილებით დაურეკო, გეტყვის რომ
დილის 9 მდე მოთმენა მოგიწევს…
მათ შეკითხვები ყველა ასპექტში აქვთ. მოსულა მოთამაშე შეკითხვით – “რატომ არ ვთამაშობ”? პასუხი მარტივი მქონდა – “იმიტომ, რომ შენს კონკურენტზე ცუდი ხარ.
მეკითხებიან, რატომ არ ვართ ფეხბურთში ჰოკეის დონეზე? მათ ვუხსნი, ჰოკეის თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნები თამაშობენ, ფეხბურთს კი ასზე მეტი. აქ ჩვენ 30-ე ადგილზე ვართ, გამოდის, სულაც არაა უარესი პოზიცია.
ვარჯიშის დროს მინდორზე წამოწოლილი ფეხბურთელებისათვის ჯარიმა დავაწესე. ეს ეფექტური მეთოდია. ახლა არავინ წევს, კვარაცხელიაც კი, არადა, როცა პირველ ვარჯიშზე მივედი ხვიჩა წაიქცა, სალტო გააკეთა და პირდაპირი მნიშვნელობით ტირილი დაიწყო. როდესაც 20 წამში ჩვეულებრივ წამოდგა და თამაში გააგრძელა, შოკში ვიყავი”. – დაასრულა





