ფრანგული პსჟ-ს იტალიელი ფეხბურთელები, ნახევარმცველი მარკო ვერატი და მარჯვენა მცველი ალესანდრო ფლორენცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.
ორივე მოთამაშემ დღეს ტესტი ჩაიტარა და ის უარყოფითი გამოდგა. პარიზულ გუნდში საკადრო პრობლემების ფონზე, ეს ძალიან კარგი სიახლეა.
ვერატიმ და ფლორენციმ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში მიუნხენის ბაიერნთან (3:2 პირველი თამაში) ითამაშონ, მაგრამ საბოლოოდ მათ მზადყოფნას სამწვრთნელო შტაბი შეაფასებს.





