ლეგენდარულმა იტალიელმა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ გააგრძელოს.
როგორც Juvefc.com Tuttosport-ზე დაყრდნობით იუწყება, კლუბს მეკარის, რომლის კონტრაქტის ვადა ზაფხულში იწურება შენარჩუნება სურს. თავად 43 წლის ფეხბურთელი ტურინულ გუნდში თამაშის გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.
მიმდინარე სეზონში ბუფონს სერია A- ში ექვსი თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც სამჯერ კარი მშრალად შეინარჩუნა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკის გამო, მეკარე ატალანტაში ან ნაპოლიში წავიდოდა, თუ ხსენებულ გუნდებს ძირითადი მეკარეები დატოვებდენ, თუმცა როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა.





