ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე არაერთი მითქმა-მოთქმა იქნება. ეს ჩევულებრივი ამბავია. ამა თუ იმ ფეხბურთელს სხვადასხვა ევროპულ გრანდებს დაუკავშირებენ. ასე არის და იქნება ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაშიც.
ახალგაზრდა ქართველი ტალანტი სხვადასხვა უცხოურმა გამოცემებმა უკვე გადაიყვანეს „მილანში“, „იუვენტუსში“, „ნაპოლში“, „ბაიერნში“, „ლივერპულში“ თუ ა.შ.
ამჯერად, იტალიური მედია, კერძოდ კი Tuttomercatoweb კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაცხოველებულ ინტერესს მილანის „ინტერი“ და ბერგამოს „ატალანტა“ გამოთქვამს.
„მილანი ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტშია, რომელიც უახლოეს დღეებში იტალიას ეწვევა. იუვენტუსმა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში უკანა პლანზე გადაიწია. ქართველის მიმართ ინტერესს ასევე ნაპოლიც იჩენს. ”მილანი” ცდილობს კვარაცხელიასთვის ბრძოლაში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოს. „დორტმუნდი“ კი ჯერჯერობით უკანა პლანზე რჩება’‘ – ნათქვამია აღნიშნული გამოცემის სტატიაში.





