აგენტმა ჟოაო სანტუშმა, რომელიც ჩელსის და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის ჟორჟინიოს ინტერესებს წარმოადგენს, ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.
„მას იტალიაში დაბრუნება სურს. თუ ნაპოლის კვლავ სურს ფეხბურთელის მოწვევა, ჩვენ კლუბის სამსახურში ვიქნებით.
ის 50 მილიონი ევრო ღირს, ჩელსისთან ხელშეკრულება კი კიდევ 2 წლით აკავშირებს. ვფიქრობ, აბრამოვიჩი მის გახანგრძლივება უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებს.
რაც შეეხება იუვენტუსს, პარატიჩიმ ფეხბურთი კარგად იცის. მაგრამ ჟორგინიოს მიმართ ინტერესს არა მხოლოდ „ბიანკონერი“, არამედ მილანი და ინტერიც იჩენენ.”– განუცხადა სანტუშმა Radio Kiss Kiss- ს.





