მანჩესტერ სიტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდის ბელგიელმა ლიდერმა კევინ დე ბრუინემ „ქალაქელებთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2 წლით გაგრძელდა. ამრიგად, ბელგიელის კონტრაქტი ძალაში 2025 წლამდე იქნება.
⚠️ DEFENDERS BEWARE ⚠️
We're thrilled to announce @DeBruyneKev has signed a contract extension until 2025! ⚡️
Tap to read the full story ⬇️
🔷 #ManCity | https://t.co/axa0klD5re
— Manchester City (@ManCity) April 7, 2021
29 წლის ფეხბურთელი მანჩესტერის „ლურჯ მხარეში“ მე-6 სეზონს ატარებს. სიტიში ყოფნის დროს დე ბრიინი ორჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა და დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.





