ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც მადრიდის რეალის ლეგენდაა, კატალონიური ბარსელონას ნახევარმცველს ანსუ ფატის ტრავმის მალე მოშუშება უსურვა.
კატალონიელთა 18 წლის ნახევარმცველმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის სარეაბილიტაციო ვარჯიშებს აკეთებს და დაწერა: „რეაბილიტაციას გავდივარ, რომ მოედანზე მალე დავბრუნდე“.
რონალდუმ ეს ვიდეო თავის ინსტაგრამზე გააზიარა და დააწერა: ”წინ ანსუ ფატი! მალე დაბრუნდები! არ გაჩერდე!“

ამ სეზონში ანსუმ ბარსაში ლა ლიგის 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ტრავმის გამო, მას 7 ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.





