საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელია.
ჩვენმა გუნდმა თითქმის მთელი მატჩი 14 მოთამაშით ჩაატარა, რადგან მსაჯმა მაღალი ბოჭვის გამო ჩვენი კვაჭი შალვა მამუკაშვილი მოედნიდან წითელი ბარათით გააძევა.
ბორჯღალოსნებს გამარჯვება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცეს.
„გილოცავთ! ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს, რომელიც ტრადიციულად საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაში თამაშდება.
ქართველ ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას ვუსურვებ!“ – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.








