საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო დრიბლიორად აღიარეს.
ყაზანის „რუბინის“ 20 წლის ტალანტმა ჯამში 78 დრიბლინგი განახორციელა, რაც სტატისტიკოსების გამოთვლით რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში „რუბინის“ შემადგენლობაში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა, გარდა ამისა ხვიჩას ანგარიშზე 4 გამომუშავებული პენალტია.
ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან ის კარიერას რომელიმე ევროპულ გრანდში გააგრძელებს.





