UFC-ის ქართველ მებრზოლს, ზვიად ლაზიშვილს უმაღლეს საბრძოლო ლიგაში 9-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიზეზი ორგანიზმში არალეგალური ნითვიერებების მიღებაა, რომელზეც სპორტსმენი რამდენიმე კვირის წინ ჩავარდა.
აღნიშნულ საკითხს ქართველი მებრძოლი საკუთარ Facebook-გვერდზეც გამოეხმაურა და შესაბამისი პირების გადაწყვეტილებას არაკომპეტენტური უწოდა. 30 წლის მებრძოლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა ჩემს 9 თვიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით NAC-ის გადაწყვეტილებას გამოვეხმაურო.
მოკლედ, როგორც იცით ბოლო 2 წელია ვებრძვი ტრამვებს და ძალიან ბევრი მეთოდით ვცადე მკურნალობა, რის შედეგადაც სხვა პრობლემებიც აღმოცენდა. ხანგრძლივი ქრონიკული გადაღლილობის, ინსომნიისა და უენერგიობის შედეგად ჩავიტარე გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც ჰორმონალური დისბალანსი დამიდგინა. არავითარი თვითგამოკვლევა ან თვითმკურნალობა არ მიცდია, ოფიციალურად მივმართე ექიმს რომ კონტროლის ქვეშ ემკურნალათ. ჩემი მთავარი გაფრთხილდბა იყო რომ ვარ სპორცმენი, ნებისმიერ დროს შეიძლება მქონოდა ბრძოლა, ძალიან მკაცრ შემოწმებებს გავდივარ, ამიტომ ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტში არ უნდა ყოფილიყო სტეროიდი ან რაიმე კიდევ მსგავსი. მითხრეს – ეს აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული.
შედეგად დამინიშნეს ქლომიფენი, რომელიც სტეროიდი არ არის, მაგრამ არის აკრძალული მედიკამენტი. სურვილის შემთხვევაში ამ სასწაული მედიკამენტის გამოწერა შეუძლია ნებისმიერს სულ რაღაც 30$-ად.
ჩემი მხრიდან რა თქმა უნდა გადავამოწმე, არ იყო სტეროიდი და მივიღე 100 გრამი, 2 მიღება, თუმცა მკურნალობა იმავე დღესვე შევწყვიტე უკუჩვენების გამო. (პირველი ტაბლეტი 16 ოქტომბერს ხოლო მეორე მომდევნო დღეს მივიღე).
მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ეს მედიკამენტი არა სტეროიდს მაგრამ, სხვა აკრძალულ ნივთიერებას შეიცავს.
ჩემი ექიმთან მისვლის მთავარი მიზეზიც სწორედ ის გახლდათ რომ ამის კონტროლი ყოფილიყო. მე ვიცი ის ძირითადი პრეპარატები რაც მეკრძალება, მაგრამ არ მაქვს ის კომპეტენცია მედიკამენტის მიკროშემადგენლობები ან მათი სახელწოდებები/ანალოგები ვიცოდე. (გამოგიტყდებით, არ ვარ ფარმაცეპტი).
არსებობს კომპანიისა და ექიმის მიერ დამადასტურებელი ოფიციალური წერილი შეცდომის აღიარების შესახებ. ამ დროისთვის ეს ყველაფერი ჩემი იურისტის მიერ განიხილება შემდგომი ლეგალური მოქმედებებისთვის.
ძალიან მოულოდნელი და დაუმსახურებელი იყო ჩემთვის ეს გადაწყვეტილება.
არც ერთი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი გამიზნულად არ მიიღებს აკრძალულ მედიკამენტს მოსალოდნელი და მითუმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ და რისკის ქვეშ არ დააყენებს თავის რეპუტაციას.
სამწუხაროდ, რეალობას ვერ გავექცევით და ვერც იმ ზიანს რომელსაც არაპროფესიონალი და უკომპეტენტო ადამიანები გვაყენებენ. ლეგალულური მიზეზების გამო ჯერჯერობით ყველა საბუთს ვერ გამოვაქვეყნებ მაგრამ ერთერთ მიმოწერას ამ კლინიკასთან დაკავშირებით იხილავთ ფოტოზე
მადლობა ყურადღებისთვის!“, – განმარტავს ლაზიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ UFC-ში გაწევრიანების შემდეგ 29 წლის სპორტსმენმა ლიგაში 1 ბრძოლა გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.





