სიდნეიში, ATP-ის 250-იან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია. საქართველოს პირველი ჩოგანი საწყის მატჩში მსოფლიო რეიტინგის ყოფილ ლიდერს, ბრიტანელ ენდი მარის დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 იანვარს, თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.
ნიკა ამ ტურნირში მონაწილეობას ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში იღებს. სიდნეის პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელი მეორე ნომრად არის განთესილი და ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.
რაც შეეხება ენდი მარის, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ამჟამად ATP-ის რეიტინგის 150-ე საფეხურზე იმყოფება.
ცნობისთვის, აქამდე ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ. 2021 წელს, უიმბლდონის პირველ წრეში გამარჯვება ენდი მარიმ ოთხ სეტში მოიპოვა – 6:4, 6:3, 5:7, 6:3.





