გახსოვთ ლუკას ჰუფნაგელი? იმედისმომცემი ფეხბურთელი, რომელზეც ქართველი გულშემატკივარიც თითქოს იმედებს ამყარებდა.
სამწუხაროდ, ჰუფნაგელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი ჩაუტარებია, მენჯის ტრავმის გამო კარიერის დასრულება 27 წლის ასაკში მოუხდა. ჰუფნაგელი განათლების მიღებას გეგმავს, ის გერმანიაში იურიდიულზე სწავლოს.
ლუკას ჰუფნაგელის ხანმოკლე საფეხბურთო კარიერა მთლიანად გერმანიაში თამაშით შემოიფარგლებოდა. 17 წლიდან ის მიუნხენის „ბაიერნის“ ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო. სხვადასხვა დროს ბურთი უგორებია „ფრაიბურგში“ და „უნტერჰაჰინგში“. მისი ბოლო გუნდიც სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჯვაროსნების მაისური როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ლუკას ჰუფნაგელმა ორჯერ მოიგრო. პირველად კახა ცხადაძის მწვრთნელობის პერიოდში ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში, ხოლო შემდეგ ვლადიმირ ვაისის დროს სერბეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.





