სასტუმრო “ჰუალინგში” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2021 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო სპორტსმენებიც დასახელდნენ.
სეოკ-ის ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენები ოლიმპიური ჩემპიონები – ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდნენ.
ამ მეტად მნიშვნელოვანი პრიზის და აღიარების შემდეგ ლაშა ბექაურმა თავის ფეისბუქ გვერდზე კომენტარი გააკეთა.
“მადლობა უფალს და ჩემს ხალხს უსაზღვრო სიყვარულისთვის. 2021 ბედნიერი წარსულია. მინდა, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსება კიდევ მრავალჯერ დავიცვა. გპირდებით თქვენთვის მთელი არსებით ვიბრძოლებ”, – წერს ბექაური.







