ესპანეთის ჩემპიონატში სეზონის პირველი ნაწილი დასრულდა და საშობაო არდადეგები დაიწყო.
ესპანურმა გამოცემა eldesmarque-მა “ვალენსიას” სხვა ფეხბურთელების მსგავსად გიორგი მამარდაშვილის თამაშიც შეაფასა.
“სეზონის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, 21 წლის ქართველი მეკარე ნამდვილი აღმოჩენაა. სეზონი ძირითად შემადგენლობაში ისე დაიწყო, რომ დისკუსიაც არ არსებობდა და რამდენჯერმე მატჩის გმირიც გახდა. როდესაც სილესენი გამოჯანმრთელდა და ფორმაში შევიდა, სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა და თასზეც არ ეძლევა თამაშის საშუალება, სადაც ძირითადი მეკარე ხაუმე დომენეკია. თუმცა, ქართველი აღმოჩენაა და ვალენსიამ გამოსყიდვის ოფცია უკვე გამოიყენა”, – წერს გამოცემა.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა და ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა.





