საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, 2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ვოლფსბერგერის მცველი, ლუკა ლოჩოშვილი გახდა.
22 წლის ქართველი ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა და მიმდინარე სეზონში, ვოლფსბერგერთან ერთად ევროპა ლიგის ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ GFF Awards 2020 კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ-რეჟიმში იმართება.





