გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” მესტალიაზე “ალავესს” უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა – 3:0. მამარდაშვილი თამაშში 2-ჯერ ჩაერთო. გიორგიმ მეორე ტაიმში მეტიუ მიაზგას ურთულესი დარტყმა მოიგერია.
ლა ლიგის ოფიციალური გვერდი აღნიშნულ მომენტს გამოეხმაურა: “დაიმახსოვრეთ სახელი: გიორგი მამარდაშვილი”
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” ერთწლიანი იჯარით “დინამო თბილისიდან” გადავიდა და ესპანელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ.





