ფიფამ თავისი წევრი ქვეყნების რეიტინგი განაახლა, პირველად მაისის შემდეგ, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები 91-ე ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდს ცვლილება არ შეხებია და წინა რეიტინგშიც ამავე საფეხურს იკავებდა.
საქართველომ ივნისში ორი ტესტმატჩი ჩაატარა. ჯერ რუმინეთს მოუგო და მერე ნიდერლანდებთან წააგო, რის შემდგომაც, რეიტინგში 4 ქულა დაემატა, მაგრამ პოზიცია უცვლელი დარჩა.
საქართველოს ნაკრები სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავს” კოსოვოსთან, ესპანეთსა და ბულგარეთთან.
ბევრი ცვლილება მოხდა მოწინავე ათეულში. 2 ადგილით წინ წაიწიეს ევროპის ჩემპიონმა იტალიამ და კოპა ამერიკის ტრიუმფატორმა არგენტინამ. “სკუადრა აძურა” მე-5 ადგილზეა “ალბისელესტე” კი მე-6. ლიდერო ისევ ბელგიაა, ბრაზილიამ კი მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა.





