ქართველი ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
სალომე ფაჟავამ გამოსვლა რგოლით დაიწყო, კარგად იასპარეზა და მსაჯებისგან 23.55 ქულა დაიმსახურა.
ბურთით სალომემ ორი ქულით ნაკლები, 21.95 ქულა მიიღო.
როგორც ერთ, ასევე მეორე დისციპლინაში ქართველი ტანმოვარჯიშე მეთხუთმეტე იყო.
მხატრვურლი ტანვარჯიშის ფინალში საუკეთესო ათეულის წევრები გადავლენ. ფაჟავას დარჩენილი აქვს გურზებითა და ლენტით ვარჯიში.








