ლაშა ბექაურმა ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური ჩემპიონობა მიულოცა. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე მისალოცი სთორი გამოაქვეყნა.
„არც შენ ხარ ნორმალური“ – წერს ბექაური.

ცნობისთვის, როდესაც ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ტალახაძემაც ანალოგიური მისალოცი პოსტი გაავრცელა, წარწერით: „ეს თუ ჭკვიანი იყოს… გიჟი ხარ ძმაო“.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადა ორჯერ მოიგო.
ამ დროისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია – 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. ლაშა ტალახაძის გარდა ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა. ასევე ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედალია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიაზეც, ბრინჯაოს პრიზიორი კი ძალოსანი ანტონ პლესნოი გახდა.





