დღეს, 19 ივლისს დანიის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. ქართველი გულშემატკივრებისთვის დღევანდელი მატჩი “კოპენჰაგენსა” და “ოლბორგს” შორის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა.
“კოპენჰაგენის” შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელის დავით ხოჭოლავას დებიუტი შედგა, მან მატჩი სრულად ჩაატარა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
ხოჭოლავას გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ივლისს “ჟოდინოს” წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსნებთ, რომ დანიურმა გუნდმა გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი რამოდენიმე კვირის წინ 4 მილიონ ევროდ გაიფორმა.





