14 ივლისს ზუგდიდში მდებარე ცენტრალურ სპორტულ კომპლექსზე საქართველოს თასი გაიმართა კუდოში. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100-ზე მეტი კუდოისტი მონაწილეობდა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში.

საქართველოს თასი კუდოს ფედერაციის ორგანიზებითა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, ტურნირი საქართველოში არსებული კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიამართა.



