19 დეკემბერს თბილისში კუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ „განთიადში“ ჩატარდა, რომელშიც 100-ზე მეტი კუდოისტი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები გოგოებსა და ბიჭებს შორის, სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს საქართველოს კუდოს ფედერაციამ თასები, მედლები და სიგელები გადასცა.
საქართველოს ჩემპიონებისგან ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება და 2022 წელს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
კუდო იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც რამდენიმე სახობის ილეთებს აერთიანებს.





