19 მარტს, უეფას შტაბ-ბინაში გამართულმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრამ საინტერესო წყვილები გამოავლინა, რომელთაგან განსაკუთრებით „რეალის“ და „ლივერპულის“ ჯახი უნდა გამოვყოთ.
არა მხოლოდ სამეფო გუნდის და მერსისაიდელების ქომაგებს, ზოგადად ფეხბურთის მოყვარულთ ძალზედ დაძაბული დაპირისპირებები ელით.
„რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი წილისყრის შედეგებით მთლად კმაყოფილი არ არის.
„ვერ ვიტყვით, რომ გაგვიმართლა. მართალია, ტურნირის ამ ეტაპზე უკვე სუსტი გუნდი არ არსებობს, მაგრამ მაინც შეიძლებოდა უკეთესი ვარიანტი გამოსულიყო.
კარგად ვათვითცნობიერებთ რა სიძნელეებს შეიძლება გადავაწყდეთ ლივერპულთან მატჩებში. ლივერპული ის გუნდია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი კოზირი გაათამაშოს და დაგამარცხოს, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება რეალზეც“ – ამბობს ზინედინ ზიდანი.







