ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნელი დოროყაშვილა ბასილაშვილთან 9 ქონებაზე დაიწყო დავა. ჩოგბურთელის ყოფილი ცოლის ადვოკატის განცხადებით, დოროყაშვილმა ქონებრივი დავა მას შემდეგ დაიწყო, როცა აღმოაჩინა, რომ თანაცხოვრების პერიოდში დაგროვილ ქონებას, ნიკოლოზ ბასილაშვილი დედაზე და მამაზე აფორმებდა.
„ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს ქონება „კინგ დევიდში“, ასევე ძველ თბილისში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ა.შ. ისე წარმოაჩინეს თითქოს მას ჰქონდა სამი სახლი და სამივე გადასცა ყოფილ მეუღლეს. მას ჰქონდა 9 ქონება და დაიწყო თვალთმაქცური გარიგება. ნელი დოროყაშვილი არ არის სულელი ქალი და ამას არ პატიობენ მას.
ჟურნალები არსებობს, ნელი რომ უგზავნიდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, “ელიავაზე ვიყიდე 5 ლარის ლურსმანი” და ა.შ. გარდა ამისა მასზე მიმდიონარეობდა ეკონომიური და ფსიქოლოგიური ძალადობა. მისი ყველა კარიერული წინსვლა იყო დაბლოკილი. იყო კონტროლი არ ემუშავა და არ გასულიყო სახლიდან.
როცა ბასილაშვილმა თვალთმაქცურად დაიწყო ქონების გასხვისება, ნელიმ დაიწყო საკუთარი ქონების დაცვა, მიმართა სასამართლოს და ყველაფერი დაყადაღდა. როცა შეამჩნია ბატონმა ნიკოლოზმა და მისმა ადვოკატებმა საქმე ცუდად მიდიოდა და მოსამართლემ ყადაღა დაადო დედამისის და მამამისის ქონებებს, დაფიქრდნენ, რომ ცუდადაა საქმე და ხომ არ მოვრიგდეთო?
ნიკოლოზ ბასილაშვილი 8 თვის განმავლობაში სარჩელს სარჩელზე წერდა. ითხოვდა წილს, მათ შორის დალომბარდებული მანქანიდან, რომელიც ნეკამ დაალომბარდა მას შემდეგ, რაც ნიკამ გადაუკეტა ყველანაირი წყარო“, – ამბობს ანა აბაშიძე.





