არახალი ამბავია, რომ მომავალი სეზონიდან ჟოზე მოურინიო სერია ა-ს უბრუნდება. პორტუგალიელი სპეციალისტი 3 წლით „რომას“ ჩაიბარებს.
მოურინიომ სამომავლო ტრანსფერებზე ფიქრი უკვე დაიწყო. „განსაკუთრებულს“ მეკარის საკითხი აწუხებს და ამ პრობლემის გადაჭრას ყოფილი შეგირდით აპირებს.
რამდენიმე იტალიური გამოცემის თქმით, მოურინიოს თავის ახალ გუნდში დევიდ დე ხეას ხილვა სურს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიპერს მიმდინარე სეზონში დიდი სათამაშო დრო აღარ ეძლევა. აქამდეც არაერთხელ თქმულა, რომ მომავალი სეზონიდან წითელი ეშმაკები მას გაანათხოვრებენ.
მიმდინარე სეზონში, 30 წლის დე ხეამ 32 მატჩი ითამაშა და 39 გოლი გაუშვა. კარი მშრალად მხოლოდ 12 შემთხვევაში შეინახა.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დევიდ დე ხეას „რომაში“ ხილვა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის წესით საინტერესო უნდა იყოს.








