კატალონიის “ბარსელონას” 34 წლის ფეხბურთელმა ჟერარდ პიკემ რობერტო კარლოსის რეკორდი გაიმეორა. ჩემპიონთა ლიგის მატჩი “ბლაუგრანამ” შინ პიკეს გოლით კიევის “დინამო” დაამარცხა, ესპანელი ფეხბურთელისთვის ეს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე მე-16 გამოდგა რითაც რობერტო კარლოსის მიღწევა გაიმეორა.
უცნაურია, რომ პიკეს გატანილი გოლი კატალონიური გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების სეზონში 3 ჩატარებულ შეხვედრაში სადებიუტო გამოდგა.
ვეტერან ფეხბურთელს ამ მატჩში ყურადღება მხოლოდ ამ ფაქტით არ მიუქცევია, გამოცდილი მცველი კატალონიის “ბარსელონას” ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე გაიტანა.
კატალონიის “ბარსელონა” მომდევნო მატჩს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 3 ნოემბერს სტუმრად კვლავ კიევის “დინამოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.








