UFC VEGAS 35 ქართული MMA–სთვის ისტორიული გახლდათ. ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ გამართული ღონისძიების მთავარ ბრძოლაში, ქართველი სპორტსმენი პირველად მონაწილეობდა. გიგა ჭიკაძე, რომელსაც დღევანდელ გამოსვლადმე UFC–ში ზედიზედ ექვსი გამარჯვება უფიქსირდებოდა, ბრაზილიელ ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდა.
მოგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი დივიზიონის რეიტინგში, გიგა მეათე პოზიციას იკავებს, ხოლო ედსონი მეცხრეს. დღეს წარმატების მიღწევა ორივე სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჭიკაძე იბრძოდა, რომ UFC–ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოეპოვებინა და მან მიზანს მიაღწია კიდეც. მან მესამე რაუნდში ბრაზილიელი დაანოკაუტა და დაუმარცხებელი სერია გააგრძელა!
„ეს ორთაბრძოლა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ეს უბრალო სიტყვები არ არის. როცა რაიმეს ვიტყვი, მას ყოველთვის ვასრულებ. მე ყველაფერი დავამტკიცე ჩემი მუშტებით და დარტყმებით. მინდა შევებრძოლო ისეთ სპორტსმენებს, რომლებიც დივიზიონის ლიდერები არიან“, – განაცხადა ჭიკაძემ გამარჯვების შემდეგ.





