კიუშუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა. ლევან გორგაძის მეტოქე ამჯერად ჩიიოშომა იყო, რომელიც ქართველმა გოლიათმა იორიკირით დაამარცხა.
შედეგად, ამ გამარჯვების შემდეგ ლევანის ბალანსი 4:7-ზე გახდა, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კი ტოჩინოშინს დარჩენილი ყველა ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.








