ნიდერლანების ქალაქ როტერდამში სტარტი აიღო ATP-ის 500-ქულიანმა ტურნირმა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 21-ე ადგილს იკავებს, საწყის შეხვედრაში რეიტინგის 56-ე ნომერს, ამერიკელ მაკენზი მაკდონალდს შეხვდა და უშანსოდ, ორ სეტში – 6:3, 6:2 დამარცხდა. შესაბამისად, ნიკა ტურნირზე ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა.
სამწუხაროდ, ნიკასთვის ეს ზედიზედ მე-10 მარცხი იყო. ამასთან, ნიკას 2020 წელს შეხვედრაც არ მოუგია. მისი გამარჯვება ბოლოს 2021 წლის 25 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც ბასილაშვილმა ვენის ტურნირის 1/16 ფინალში ესპანელი კარენო ბუსტა დაამარცხა.








