ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს მსოფლიოს ტური 24-26 სექტემბერს გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე ჩვენი ქართველი სპორტსმენებიც იასპარეზებენ.
ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.
პირველ დღეს წარმომადგენელი არ გვეყოლება.
ზეგ -73 კილოგრამ კატეგორიაში ჯუმბერ მელაძე, -81 კილოგრამ კატეგორიაში კი ზაურ დვალიშვილი და ტურნირის მთავარი ფავორიტი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებენ.
18 წლის მელაძე პირველ რაუნდში დანიელ პოუელს შეხვდება, წარმატების შემთხვევაში მისი მეტოქე ესპანელი სპორტსმენი იქნება, 1/4-ში მოხვედრის შემთხვევაში კი მისი სავარაუდო მეტოქე რუსი მახმადბეკოვი იქნება. ჯუმბერის წონაში მთავარი ფავორიტები მოლდოველი ვიქტორ სტერპუ და სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი იქნებიან.
ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში თავისუფალია. 1/8-ში კი კონგოს დემოკრატიულ სახელმწიფოს წარმომადგენელსა და მოლდოველ სპორტსმენს შორის გამარჯვებულს დაუხვდება. შესაძლოა ითქვას, რომ ამ ტურნირზე -81 კილოგრამში გამოუცდელმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი, ამიტომაც მარტივი სავარაუდოა რომ ტატო გრიგალაშვილი ტურნირის გამარჯვებული იოლად გახდეს. ზაურ დვალიშვილი კი პირველ წრეში ესპანელ მეტოქეს შეხვდება, წარმატების შემთხვევაში 1/4-ში მისი სავარაუდო მეტოქე ბრაზილიელი გილერმე შმიდტი იქნება.
ჯუმბერ მელაძესა და ზაურ დვალიშვილსთვის ეს ტურნირი ძიუდოს მსოფლიოს ტურის მასშტაბით (გრან-პრი; გრანდ სლემი; მასტერსი) სადებიუტო იქნება, თუმცა ამის მიუხედავად ქართველ სპორტსმენებს მედლის მოპოვების რეალური შესაძლებლობა ექნებათ.
როგორც ცნობილი იყო, ლუკა მაისურაძე ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, წონას შეიცვლიდა. ასეც მოხდა 23 წლის ხაშურელი ფალავანი ზაგრების გრან-პრიზე -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში დასკვნით დღეს იასპარეზებს. ლუკა პირველ წრეში დაისვენებს, 1/8-ში კი მისი მეტოქე იტალიელ და ავსტრიელ სპორტსმენებს შორის გაირკვევა. წარმატების შემთხვევაში კი ახალგაზრდა ძიუდოისტი სავარაუდოდ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ნიდერლანდელ იესპერ სმინკს შეხვდება.
შეგახსნებთ, რომ ლუკას -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში აქამდეც უასპარეზია, ახლაგაზრდა ძიუდოისტი ამ წონაში 23-წლამდე ევროპის ჩემპიონი და ყაზანის გრანდ სლემის პრიზიორია.
ასე, რომ ქართველ გულშემატკივარისთვის 24-26 სექტემბერს ზაგრების გრან-პრი ძალიან საინტერესო იქნება.





