ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-7 დღეს ქართულ დელეგაციას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
100+ კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებიდან დღეს გელა ზაალიშვილი ასპარეზობს. ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში რუს ტამერლან ბაშაევთან დამარცხდა, რის გამოც მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ქართულ დედელგაციას 4 მედალი აქვს – 1 ოქრო, 1 ვერცლი, 2 ბრინჯაო.





