კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გახდა.
ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა და თქვა, რომ მხარს სანიკიძეს დაუჭერდა. შესაბამისად სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი იყო.
არჩევნები დღეს, 11 დეკემბერს ჩატარდა. დამტკიცდა ფედერაციის გამგეობის წევრები. ყრილობაზე 39 დელეგატიდან ყველა უკლებლივ გამოცხადდა და ცხადია, სანიკიძემ ხმების 100 პროცენტი მიიღო.
ცნობისთვის, ვიქტორ სანიკიძე ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დეპუტატიც არის.








