საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ კოსოვოსთან მატჩისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მეკარეებზე, გიორგი ლორიაზე და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
კითხვას, თუ ვინ დაიცავს ხვალინდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარს, ფრანგმა სპეციალისტმა ასე უპასუხა.
„მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა, 20 წლისაა და ჯერ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა ვალენსიაში. გიორგი ლორია კი დიდი ხანია ნაკრების პირველი მეკარეა და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ რამე შევცვალო. ლაზარე კუპატაძემ რუმინეთთან თავი კარგად წარმოაჩინა. ველოდები კუპატაძის, მამარდაშვილისა და მაკარიძის კარგ თამაშს“, – აღნიშნა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ხვალ კოსოვოს შეხვდება. მატჩი, რომელიც ბათუმის ახალ სტადიონზე უნდა გაიმართოს 20:00 საათზე დაიწყება.





