2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობა ისტორიას აუცილებლად შემორჩება, ოღონდ ალბათ უფრო არა სპორტული კუთხით. პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ჩოგბურთელთა მეხსიერებას ალბათ კიდევ დიდხანს შემორჩება.
ვიქტორია აზარენკა იმ 72 ჩოგბურთელს შორის მოხვდა, რომელსაც სხვებთან შედარებით მკაცრი კარანტინის გავლა უწევს. ბელარუსი ჩოგბურთელი მედიას იმ პირველ ემოციებს უმხელს, რაც მან ავსტრალიაში ჩასვლის პირველივე წუთებში განიცადა.
„სიმართლე ითქვას, თავიდან გაოგნებული ვიყავი. აეროპორტიდან სასტუმროსკენ ისე მივყავდით, თითქოს დამნაშავეები ვყოფილიყავით. უცებ ვერც გავიაზრე ეს ყველაფერი რატომ ხდებოდა. არ დაგიმალავთ და პირველ დღეს ემოციები მომეძალა და ვიტირე კიდეც.
შემდეგ კი ჩემს თავს ვუთხარი, რომ უნდა შევგუებოდი და ამაზე აღარ მენერვიულა. უარყოფითი განცდები საწყის 24 საათს გავატანე და მომავალზე დავიწყე ფიქრი. წინ უნდა ვიარო“ – ამბობს ვიქროტია აზარენკა.





