უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმირ ახალკაცი ნახევარფინალში გავიდა.
ვლადიმირმა ნახევარფინალამდე დიდი გზა განვლო, ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში სლოვაკი მეტოქე დაამარცხა, 1/8 ფინალში თურქ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში კი იტალიელ სპორტსმენს მოუგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში ვოვასთან ერთად, ტატო გრიგალაშვილი მარიამ ჭანტურია, ილია სულამანიძე, სოფიო სომხიშვილი და გიორგი ჩიქოვანი გავიდნენ. გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი რეპეშაჟში გადაერთვნენ.





