საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი 1/4 ფინალში გავიდა.
28 წლის სპორტსმენმა 1/4 ფინალამდე მარტივად მიაღწია, ვაჟამ 1/8 ფინალურ შეხვედრაში ანგოლელი მეტოქე შიდოებით დაამარცხა.
ვაჟას მსგავსად, ლაშა შავდათუაშვილიც 1/4 ფინალურ ეტაპზეა, ჯაბა პაპინაშვილი კი რამდენიმე წუთში 1/8 ფინალურ შეხვედრას ჩაატარებს.
ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე 1/4 ფინალში ხიარ ვალიდსა ისლაჰ რამირეზს შორის გაირკვევა.





