33 წლის ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე დღეს დასავლეთისვე მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუს გაეჯიბრა და 35 წლის იაპონელი ვეტერანი იორიკირით დაამარცხა.
ტოჩინოშინს 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს, დარჩენილი 4 შეხვდრიდან 3 უნდა მოიგოს.
ქართველი სუმოისტის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნი იქნება, რომელსაც ლევანი 9-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული.





