აკი ბაშოს მე-14 დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც მე-12 მაეგაშირაა, კირიბაიამას დაუპირისპირდა და დამარცხდა.
ლევანმა ბრძოლა სოტოგაკეს ილეთით დათმო. ბრძოლა ერთ წუთამდე გაგრძელდა და კირიბაიამამ საკმაოდ ლამაზი ილეთით გაიმარჯვა.
ქართველი სუმოისტის ბალანსი აკი ბაშოზე 7 მოგება და 7 მარცხია. აკი ბაშოს მე-15 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჯერ უცნობია. ლევანს აუცილებლად მოგება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსი დააფიქსიროს.





