ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო ᲓᲦᲔᲡ მე-3 გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა სუმოისტმა, მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
ლევან გორგაძეს, ჰაცუ ბაშოზე 3 მოგება და 4 მარცხი აქვს. ტიჩინოშინს დადებითი ბალანსის დაფიქსირებლად, კიდევ 5 მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდება.
იანვრის ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირა ტერუცუიოში იქნება.








