ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ, ჰაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო ᲓᲦᲔᲡ მეორე გამარჯვება იზეიმა.
ქართველმა სუმოისტმა ცურიდაშის კიმარიტეთი მე-17 მაეგაშირა კოტოეკო დაამარცხა.
ლევანს, იანვრის ბაშოზე 2 მოგება და 3 მარცხი აქვს და აუცილებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდება.
ტოჩინოშინს კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად, კიდევ 6 მოგება სჭირდება.
ჰაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო ᲓᲦᲔᲡ ტოჩინოშინი, მე-18 მაეგაშირა ოჰოს დაუპირისპირდება.








