აკი ბაშოს ბოლო მე-15 დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც მე-12 მაეგაშირაა, ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და დამარცხდა.
ლევანმა ბრძოლა იორიკირის ილეთით დათმო და ტურნირზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. ქართველი სუმოისტის ბალანსი აკი ბაშოზე 7 მოგება და 8 მარცხია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოჩინოშინი რეიტინგში ისევ დაქვეითდება.





