34 წლის ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს მე-8 დღეს აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა აკუას გაეჯიბრა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.
ლევანმა კიუშუ ბაშოზე ოთხი დღე წელის ტრავმის გამო გამოტოვა და ყველა შეხვედრა მარცხად ჩაეთვალა.
ტოჩინოშინს ელიტარულ დივიზიონში დასარჩენად 5 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.
კიუშუ ბაშოს მე-9 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე დასავლეთის მე-17 მაეგაშირა შოჰოძანი იქნება.
ტოჩინოშინს 37 წლის ვეტერან იაპონელთან ურთიერთშეხვდრებში დადებითი ბალანსი აქვს.








