ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ჰაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირიუს გაეჯიბრა და ჰიკიოტოშით დამარცხდა.
ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოზე 5 მოგება და 6 მარცხი აქვს. მას აუცილებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდება.
ჰაცუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ჩიიონოკუნს დაუპირისპირდება.








