უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი 4:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
სოფიო სომხიშვილი და ეთერ ლიპარტელიანი სამწუხაროდ ფრანგ მეტოქეებთან დამარცხდნენ, გელა ზაალიშვილმა, ალეკო მამიაშვილმა, მარიამ ჭანტურიამ და ნიკა ხარაზიშილმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს და შესაბამისად საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში მასპინძელი უნგრეთი იქნება.







