საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა საბერძნეთთან მეორე ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა და ბერძენ თანატოლებს 2:2 დაუზავდა.
თბილისში გამართულ მატჩში, ანგარიში 33-ე წუთზე გივი ხაჩიძემ პენალტით.
ბერძნები კონსტანტინოს გუმასის და დიმიტრიოს კალოსკამისის გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლო წუთზე დანიშნული ფლანგური ჯარიმა პირდაპირ კარში გაგზავნა გიორგი ტაბატაძემ და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თამაში სუპერგოლით გადაარჩინა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყებს, სადაც ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.






